ახალი ამბები მთავარი სამართალი

რობაქიძის საქმეზე ბრალდებული – ნამდვილი ფირი გურამ დონაძეს აქვს

ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა , ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი შვილი და ადვოკატი გურამ დონაძის მხრიდან წნეხს განიცდიან.

“პალიტრანიუსთან” საუბრისას ზააზა ბაქრაძე აცხადებს, რომ ნამდვილი ფირი გურამ დონაძეს აქვს.

„ფირი, რომელიც ტრიალებს ამდენი ხნის განმავლობაში, აბსურდულია. ეს ფირი არის მონტაჟი. ნამდვილლი ფირი აქვს გურამ დონაძეს. მე ამ ფირით მთელი რვა თვის განმავლობაში განვიცდი შანტაჟს და ზეწოლას. შანტაჟი ხორციელდება როგორც ჩემი შვილის მიმართ, ისე ადვოკატზე. გურამ დონაძე მიდის მათთან და მითვლის მე, რომ თუ არ ვიქნები ჩუმად, თუ არ მოვიცდი, მანამ ისინი დაადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, ამის შემდეგ მივცემ „სკაიპით“ ჩვენებას, რომ შემთხვევის ადგილზე იყო იარაღები, თუ ასე არ გავაკთებ, მითვლის, რომ მას აქვს ფირი, სადაც ვჩანვარ მე, სხვა ხელმძღვანელი მუშაკები და ამ ფირს გამოაჩენს. მე არაფერი მაქვს დასამალი, აქედან ვუთვლი გურამ დონაძესაც და საზოგადოებასაც. მე ჩადენილი მაქვს დანაშაული“, – განაცხადა ბაქრაძემ.

იტვირთბა....