ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაჩალიკაშვილების სახლში ექპერტთა ჯგუფი მუშაობს

გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში ექსპერტთა ჯგუფი და საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

ისინი მაჩალიკაშვილის ოთახს კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ და ტყვიის ტრაექტორიის განსაზღვრას ხელმეორედ შეეცდებიან. მაჩალიკაშვილების სახლში იმყოფება ოჯახის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილიც.

აღნიშნულ საითხზე კომენტარი დამოუკიდებელმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, დაკმაყოფილებულია დაცვის მხარის შუამდგომლობა და დღეს  შემთხვევის ადგილს თავად შეისწავლის.

“საქმის მასალებიდან გამომდინარე კითხვები გაჩნდა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით”- აღნიშნა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, პანკისსში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი,  11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში.

სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.

იტვირთბა....