ნაძალადევში, მახინჯაურის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. “მეტრონომის” კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რომ სახლში, სავარაუდოდ, სარეცხის მანქანა დაიწვა. მეზობლების თქმით, სახლის მეპატრონეს ჩაეძინა და ხანძრის გაჩენის მიზეზიც ეს გახდა. თუმცა ადგილობრივებმა ცეცხლის დროულად ჩაქრობა შეძლეს. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. კორესპოდენტის ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
იტვირთბა....