ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სააკაშვილი: “ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა, მაგრამ გული უკრაინისკენ მიმიწევს”

“ტელეგრაფისთვის” მიცემულ კომენტარში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პრინციპების ერთგული რჩება და გააგრძელებს უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას.

სააკაშვილის განცხადებით, ის თვს ნიდერლანდებში მშვენივრად გრძნობს, რადგან ფეხდაფეხ არავინ დაყვება.

“ნიდერლანდები ჩემთვის სამოთხეა. დღეს დილიდან მე თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, რომ ჟურნალისტების გარდა ფეხდაფეხ არავინ დამყვება.

უკრაინას ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფლება. ჩვენ მათ მშვიდობიანი გზით მოვიშორებთ. ამას უკრაინელი ხალხი გააკეთებს. ფორმალურად მე ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებ, ვინაიდან პასპორტის გარეშე მე არჩევნებში მონაწილეობა არ შემიძლია, მაგრამ მე ვრჩები ჩემი პრინციპების ერთგული”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....