ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვაზე ექიმებთან ერთად მივიდა

მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, დოდო გუგეშაშვილი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, შვილის დაკრძალვაზე დასასწრებად ღუდუშაურის კლინიკიდან გადაიყვანეს. “რუსთავი 2”-ის ცნობით, ის ცუდად გახდა.

ადგილზე იმყოფება პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლამ მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა, რომ დოდო გუგეშაშვილის ვაჟს ნოდარ გუშეშაშვილს 15:00 საათზე დაკრძალავენ. მისი თქმით, გუგეშაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„დოდოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გუშინ, როდესაც პანაშვიდზე იყო, ნერვიულობაზე წნევამ აუწია, მაგრამ ექიმები მზადყოფნაში არიან, რომ არ იყოს ნერვული სტრესი. 15:00 საათზე იქნება დაკრძალვა. სამ საათამდე იქ გვეყოლება და მერე ისევ დავაბრუნებთ კლინიკაში. მას ამ დრომდე არ უსაუბრია მომხდარის მოტივებზე, უბრალოდ ის თქვა, რომ არავითარი პოლიტიკური ფაქტორი არ არის“, – განაცხადა დავით მუხიგულმა.

დოდო გუგეშაშვილი თავის შვილთან ერთად საკუთარ სახლში უცნობმა პირმა ჩაცხრილა და ადგილიდან მიიმალა. ამ დრომდე ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. ნოდარ გუგეშაშვილი შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის საავადმყოფოში მკურნალობს.

იტვირთბა....