reuters-ის ინფორმაციით ნიდერლანდების ექსპრემიერი, 78 წლის რუდ ლუბერსი გარდაიცვალა.
ლუბერსი პრემიერის თანამდებობას 1982-დან 1994 წლამდე იკავებდა. იგი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზეც წარადგინეს, თუმცა მის კანდიდატურას აშშ-მ მხარი არ დაუჭირა.
ლუბერსი 2005 წელს სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს, რის გამოც ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის პოსტიდან გაათავისუფლეს.