ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალციხეში მეორე კლასელი მდინარე ფოცხოვში ჩავარდა

ახალციხეში მეორე კლასელი ბიჭი მდინარე ფოცხოვში ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბავშვი სანაპიროს ქუჩაზე მდებარე სტადიოზე თამაშობდა, ბურთი წყალში გადაუვარდა და როდესაც მის ამოტანას ცდილობდა წყალში ჩავარდა.

ის ერთ–ერთი ბაღის თანამშრომელმა გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv.ge ავრცელებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, რადგან ბავშვი შოკურ მდგომარეობაშია. ის გადაყვანილია საავადმყოფოში და მის ჩვენებას ელოდებიან. უწყების ინფორმაციით, ბიჭის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....