ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 15 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “თელასი” ავრცელებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და შანშიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, გუმათჰესის, ქიზიყის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
13:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორიონის და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხიზანიშვილის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, მცხეთის, კლდიაშვილის, მარუხის გმირთა და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, ცინცაძის, კოტე აფხაზის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.