ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ცნობები სირიაში ასობით დაღუპულის შესახებ დეზინფორმაციაა

სააგენტო ТАСС-თან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სირიაში რუსეთის ასობით მოქალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ცნობები დეზინფორმაციაა.

დასავლური მედიის მიერ გავრცელებული ცნობები სირიაში ასობით დაღუპულის შესახებ კლასიკური დეზინფორმაციაა,“ – აღნიშნა საუბრისას წყარომ.

გასულ კვირაში ტელეარხმა CBS-მა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სამთავრობო ძალებში შედიოდნენ, 7 თებერვალს დეირ-ეზ-ზორში „სირიის დემოკრატიული ძალების“ შტაბს დაესხნენ თავს და საერთაშორის კოალიციამ, რომელსაც სათავეში აშშ უდგას, სამთავრობო ძალებს შეუტია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სირიელი ამბოხებულები დეიერ-ეზ-ზორის პროვინციაში 7 თებერვალს კოალიციის ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ რუს სამხედროებთან შეუთანხმებელი მოქმედებების გამო. ინციდენტის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. „რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმ რაიონში არ ყოფილან“, – აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.

იტვირთბა....