თბილისის 17-ე საჯარო სკოლიდან პირველკლასელი ბავშვი ფანჯრიდან გადმოხტა. სკოლის დირექტორმა მარიამ ჭელიძემ “მეტრონომს” განუცხადა, რომ მოსწავლე მუსიკის გაკვეთილზე წასვლის დროს საკლასო ოთახში შეტრიალდა და შემდეგ იქიდან გამოსვლა გაუჭირდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მან ფანჯრიდან გადახტომა.
“შემთხვევა მოხდა პირველ კლასში, რომელსაც მხოლოდ ერთი მასწავლებელი ყავს. ბავშვები მხოლოდ მუსიკის გაკვეთილზე გადიან სხვა ოთახში, რადგან ინსტრუმენტი სხვა ოთახში გვაქვს. დამრიგებელს მთლიანი კლასი გაყავდა. ერთი ბავშვი ჩამორჩა და როგორც ჩანს, არ უთხრა მასწავლებელს, რომ ჩამორჩა. ბავშვმა ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ ჩანთიდან რაღაც ნივთი უნდა ამოეღო. უკან რომ გამოვდიოდი სახელური ვერ ჩამოვწიე კარგად და შევშინდიო და კლასიდან გამოსასვლელად ჩანთიანად გადმოვხტი ფანჯრიდანო. ბავშვს არანაირი მოტეხილობა, არანაირი ნაკაწრი, ბავშიც იძახდა, რომ არაფერი ტკიოდა. მას გამოკვლევებიც ჩაუტარდა და შესაბამისად, ექიმიც ადასტურებს, რომ ბავშვს არაფერი ჭირს”, – განაცხადა ჭელიძემ.

