ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი მაუწყებლობის შესახებ კანოპროექტს განიხილავს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტის იმ ფორმით მიღება, როგორითაც ის არსებობს, საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

“ამ კანონმა შეიძლება პირიქით, კითხვის ნიშნის ქვეშაც დააყენოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და არსი. ამავე დროს, ეს კანონი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის სხვა მედიასაშუალებებს. ასევე, კორუფციის სერიოზულ რისკებს ქმნის”, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საიას ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ.

სალაძის თქმით, კანონპროექტის შესახებ პრეზიდენტის ვეტოსა და დარგობრივი კომიტეტის უარყოფით დასკვნებს გარკვეული თანხვედრაა, შესაბამისად, სალაძე იმედოვნებს, რომ დარგობრივი კომიტეტი პოზიციებს შეინარუჩნებს.

“მნიშვნელოვნია, რომ არ დაზარალდეს სარეკლამო ბაზარი; ასევე ის, რომ არ შეიქმნას სამართლებრივ დონეზე ისეთი პირობები, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ კორუფციული გარიგებების გაფორმების საფრთხე გაჩნდეს”, – თქვა სულხან სალაძემ.

22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მხარი მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა.

საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო. 26 იანვარს კი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაუწყებლის კანონის შესახებ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე თქვა: “ხელი მიკანკალებდა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ვიღებდით”

იტვირთბა....