ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: აუდიტის დასკვნის შემდეგ,ორი თანამშრომელი გავათავისუფლე

თბილისის მერის კახი კალაძის გადაწყვეტილებით, კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა. მისი თქმით, რამდენიმე სამსახურის მიმართულებით, აუდიტმა მოკვლევა დაიწყო და სამწუხაროდ დარღვევები გამოიკვეთა, რის გამოც მათი გათავსიუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

“მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და სამწუხაროდ, გამოიკვეთა დარღვევები. კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე.  ამიტომ მათი საამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მივიღე.

მე არა ერთხელ ვთქვი, რომ მერიაში გვჭირდება პროფესიონალები და კეთილსინდისიერი ადამიანები. ვინც ამ ქალაქს მოემსახურება.  ვიცე-მერს, ხმალაძეს ვავალებ, რომ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან,”- განაცხდა კალაძემ.

 

 

იტვირთბა....