ახალი ამბები მთავარი სამართალი

კიევში თავდასხმისა და ყაჩაღობისთვის საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კიევში შეიარაღებულ თავდასხმებსა და 300 ათასი დოლარის გატაცების ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, კიევში თავდასხმა გასულ წელს მოხდა. ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, კავშირგაბმულობის საშუალებები და ავტომობილების სანომრე ნიშნები ამოიღეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 15 წლამდე პატიმრობა ელით.

იტვირთბა....