ისრაელის პოლიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციაში ადანაშაულებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუ ისრაელის ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორს მისი საქმიანობის დადებითი კუთხით გაშუქებას სთხოვდა. მას ასევე ადანაშულებენ 100 ათასი დოლარის ღირებულების საჩუქრების მიღებაშიც.
სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულებების აქვს იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრს ქრთამის აღების ფაქტზე ბრალი ოფიციალურად წაუყენოს.
თავად ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ბრალდებებს უარყოფს და პოსტის დატოვებას არ გეგმავს.