aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კუპრავა: საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ სააკაშვილის მიღებაზე უარი განაცხადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, გუშინ უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დეპორტაცია გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პასუხი, რომ ასეთ შემთხვევაში თვითმფრინავს დაჯდომის უფლებას არ მისცემდნენ. კუპრავა ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“გუშინ, როგორც კი მიშას თვითმფრინავი აფრინდა კიევიდან, უკრაინის ხელისუფლება მომენტალურად დაუკავშირდა საქართველოს და ფაქტის წინაშე დააყენა ხელისუფლება, რომ თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იჯდა თბილისის მიმართულებით მოფრინავდა… კატეგორიული უარის მიუხედავად, უკრაინული მხარე რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჯიუტად ცდილობდა დაეყოლიებინა საქართველოს ხელისუფლება, სააკაშვილის ექსტრადიციაზე… რადგან პოროშენკოსთვის, საქართველოს ციხეში მყოფი სააკაშვილი ბევრად უფრო მეტი სიმშვიდის საფუძველია, ვიდრე თავისუფლებაზე მყოფი ოპოზიციონერი მეზობელ ქვეყანაში…

,,თუ სააკაშვილს საქართველოში გამოუშვებთ, ჩვენ არ მივცემთ თვითმფრინავს დაჯდომის უფლებას!” – ეს იყო საბოლოო პასუხი საქართველოს ხელისუფლების… შესაბამისად, მიშა დღეს ვარშავაშია და ისევ წარმოადგენს მოუგვარებელ, მოჭარბებულ საფრთხეს პეტრო პოროშენკოსთვის. ბიძინამ კი დროებით, მაგრამ ამოისუნთქა…” წერს კუპრავა “ფეისბუქზე”

შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორან “სულგუნში” დააკავეს. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის სასაზღვრო პოლიციამ დააკავა და უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ ჟამად ვარშავაში იმყოფება.

 

იტვირთბა....