ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში წითელას ვირუსით ინფიცირების უკვე 178 შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ  რეგიონში წითელას ვირუსით ინფიცირების უკვე 178 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 65% ბათუმში. ცენტრი მოქალაქეებს წითელას ვირუსზე აცრისკენ მოუწოდებს.

უწყების ცნობით, წითელას ვირუსის გამო საავადმყოფოში 12 ადამიანი მკურნალობდა, მათგან 8 კვლავ სტაციონარში რჩება, ხოლო 4 უკვე გაწერეს. 7 თებერვლის მდგომარეობით კი წითელას ვირუსის 130 შემთხვევა ფიქსირდებოდა.

წყარო: “იმედინიუსი”

იტვირთბა....