სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის საჩივარი მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით, მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის უდანაშაულოა.