საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებაში აგრესიული ქმედებების შესასუსტებლად აუცილებელია საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მაშინ როცა იერარქიით მაღალ საფეხურზე მყოფი ადამიანი შეცდომას უშვებს მიტევებაა საჭირო.
“მაშინაც კი, როდესაც მიგაჩნია, რომ მართალი ხარ, მაშინაც კი, როდესაც შენ იცავ სიწმინდეებს, იერარქიულად შენ ამ ქმედების განხორციელების უფლება არ გაქვს, რადგან იერარქიის დანგრევით შენ ანგრევ წესრიგს”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.