ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილი დაკითხვაზე არ მივა

როგორც “რია ნოვოსტს” მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განუცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს კიევის პროკურატურაში საექსტრადიციო შემოწმების ფარგლებში დანიშნულ დაკითხვაზე არ მივა.

როგორც ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა, სააკაშვილის დაცვის მხარე საექსტრადიციო შემოწმებას უკანონოდ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით შარშან მიმართა.

ექს-პრეზიდენტს ქართულმა მხარემ სამი წლით თვისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

იტვირთბა....