რუსთავში დილის 02:00-ზე საშაურმეს თანამშრომელს თავს დაესხნენ – უცნობმა პირმა მას თავში ქვა ჩაარტყა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ჯერჯერობით თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.