თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს შესაბამისი რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული დრო მიეცემათ. ბითაძე ამბობს, რომ მძღოლებს რეგისტრაციის გასავლელად გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ, თუმცა საკმაოდ იაფი ეღირება.
რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიწყება ტაქსების რეგისტრაცია, ბითაძეს ზუსტი პერიოდი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნული, სავარაუდოდ, შემოდგომიდან მოხდება. მისი თქმით, ამის შესახებ მძღოლებს ინფორმაციას მიაწვდიან.
„რეფორმის პირველი ეტაპი თავის თავში გულისხმობს სანებართვო ავტორიზაციის დოკუმენტის გაცემას, ეს იქნება მარტივი პროცედურა. ეს კანონი კიი პარლამენტმა განხილვის შემდეგ უნდა მიიღოს, რომლის საფუძველზე საკრებულო შესაბამის აქტს გამოსცემს და ჩვენ დავიწყებთ ნებართვების გაცემას, ანუ ტაქსების აღრიცხვიანობას. კანონის მიღების შემდეგ უკანონოდ ჩაითვლება ნებისმიერი საქმიანობა ტაქსის მძღოლებისთვის. შემდეგ თანდათან ჩვენ გადავალთ რეფორმის მეორე ეტაპზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დაჯარიმდებიან.