საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სტალინის შესახებ გადაღებულ ფილმს ეხმაურება.
“ჩემი დიდი ბებია თამარა მიყვებოდა, როგორ გადაარჩინა სტალინი მეფის ჟანდარმებისგან. როგორ გაჰყავდა ის ხელჩაკიდებული მამამისის, მდიდარი მეწარმის სახლიდან. სტალინმა კი მის ოჯახს სიკეთისთვის ქონების კონფისკაციითб მისი მამისა და ძმის განადგურებით გადაუხადა. ჩემი ინგლისურის მასწავლებელი გელა ჩარკვიანი მამასთან, კავკასიის პარტიულ ბოსთან ერთად, ბელადის გარდაცვალებამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად იმყოფებოდა სტალინთან და სიტუაცია, რომელსაც ის აღწერდა, ძალიან ჰგავს იმას, რაც ნაჩვენებია ფილმში” – წერს სააკაშვილი.
ეს ისტორია პოლიტიკოსმა ფილმის “სტალინის სიკვდილის” შემდეგ მოყვა, რომელიც დადებითად შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ ფილმი ჩვენება რუსეთში აკრძალულია.