ზუგდიდში ,,ვითიბი ბანკის” ცენტრალური ფილიალის გაქურდვა სცადეს. ათვითმხილველები ამბობენ, რომ უცნობმა პირმა ბანკის ცენტრალური კარი შეამტვრია. ბანკის შესასვლელი მინის კარი ჩამტვრეულია. ბანკის თანამშრომლების თქმით, თანხა წაღებული არ არის. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ინფორმაციას ქურდობის მცდელობაზე “რუსათავი 2” ავრცელებს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.