თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, სულთან აბდულჰამიდ მეორის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ თურქეთის რეპუბლიკა, ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა, საზღვრები და მმართველობის ფორმა შეიცვალა, თუმცა არსი იგივე დარჩა.
„თურქეთის რესპუბლიკა, როგორც ჩვენი წინა სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენდნენ, ოსმალეთის იმპერიის გაგრძელებაა. რა თქმა უნდა, საზღვრები შეიცვალა. მმართველობის ფორმა შეიცვალა. თუმცა, არსი იგივეა, სული იგივეა, ბევრი ინსტიტუტიც კი იგივეა“, – აღნიშნა ერდოღანმა.