რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია თვითმფრინავი მოსკოვის რაიონის სოფელ არგუნოს მახლობლად ჩამოვარდა. საგანგებო სიტვაციების მართვის მინისტრის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.
ბორტზე მყოფი 71 ადამიანიდან 6 მათგანი ეკიპაჟის წევრი იყო, ლაინერი, მოსკოვიდან ორსკში მიფრინავდა.