ჩინეთში, პეკინის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული მამაკაცი იქ მყოფებს თავს დაესხა. გარდაცვლილია ერთი ქალი ხოლო 12 მოქალაქე მძიმედ დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ndtv-ი წერს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 35 წლის მამაკაცია, იგი დააკავეს და დაკითხვაზეა გადაყვანილი. დაკავებული ბრალს აღიარებს.
ამ დრომდე საავადმყოფოში 12-მდე ადამიანია მოთავსებული.