დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მისი პალატაში გადაყვანა არც დღეს იგეგმება. შესაბამისად სამართალდამცველები გუგეშაშვილს ვერც დღეს დაკითხავენ.
ცნობისთვის, დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი დიღმის მასივში, საკუთარ სახლში ჩაცხრილეს, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).