ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე ახალი იერიშები განახორციელა

ისრაელმა ავიაგამანადგურებლის კატასტროფის საპასუხოდ, სირიის ტერიტორიაზე 10-ზე მეტი სამიზნე დაბომბა.

ცნობისთვის, ისრაელის არმიამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო და 12 ირანულ ობიექტზეც მიიტანა იერიში, თუმცა ეფ-16 ტიპის გამანადგურებლებს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემებიდან საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

რაკეტების გაშვებისთანავე ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონებში გამაფრთხილებელი სირენები ჩაირთო. თვითმფრინავში მყოფი ორივე პილოტი გადარჩა.

სირიის კონფლიქტის პერიოდში ისრაელმა ავიაგამანადგურებელი პირველად დაკარგა. მომხდარის შემდეგ ხელისუფლებამ ქვეყნის საჰაერო სივრცის დიდი ნაწილი ჩაკეტა.

იტვირთბა....