მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი 19 მარტამდე გადაიდო. თავად კვირიკაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
2016 წელს ქუთაისის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის გამო მოკვლევა დაიწყო. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი. ამ საქმის სასამართლო განხილვა კი დღეს უნდა განახლებულიყო.
ამ ავარიის გამო, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილს, ბრალი გუშინ წარედგინა.
ქუთაისის შემოვლით გზაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა, ნანა თოდუა ავარიაში მონაწილე მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის დასჯას მოითხოვს.
ნანა თოდუა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, მათი მეგობარი და თავად კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლნენ.