ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუგეშაშვილის მეგობარი: “დოდო უცხოს კარს არ გაუღებდა”

დოდო გუგეშაშვილის მეგობრის დავით მუხიგულის განცხადებით, გუგეშაშვილი უცხოს კარს არ გაუღებდა. როგორც მუხიგულმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოდოს ძალიან მძიმე ჭრილობა აქვს, მაგრამ ტყვია არტერიას აცდა.

მე ვიყავი რეანიმაციის პალატასთან, ექიმსაც ვესაუბრე. ტყვიის ჭრილობა არის ძალიან მძიმე. რაც მთავარია არტერიას აცდა. გონზე მთლად მოსული არ არის. თუ გონზე მოდის, პირველი შეკითხვა არის – შვილი როგორაა. მას ახლა ანტიბიოტიკებს უკეთებენ, რომ სეფსისი არ განუვითარდეს. სავარაუდოდ, პალატაში ხვალ გადაიყვანენ”, – განაცხადა მუხიგულმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დოდო გუგეშაშვილი საკუთარ შვილთან ერთდ ჩაცხრილეს. შვილი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილი ამ წუთებში ღუდუშაურის კლინიკაშია და მართვით სუნთქვაზეა.

იტვირთბა....