დოდო გუგეშაშვილის მეგობრის ლერი ქემოკლიძის განცხადებით, დოდომ იცის ვინაა მკვლელი და ეს პოლიციასაც უთხრა.
“მკვლელის ვინაობა ნათქვამი აქვს, როგორც ჩანს, ისეა ლაპარაკი. ერთი ნამდვილად ვიცით, რომ დოდომ იცის ვინ არის მკვლელი”, – განუცხადა ლერი ქემოკლიძემ ჟურნალისტებს.
ქემოკლიძე გუგეშაშვილის შვილის სამძიმარზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. შვილი გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მართვიდ სუნთქვაზეა.