ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილი: “წარმატებული უკრაინისთვის ვარ, მზად ვარ საჯაროდ დამწვან”

ფრანგული გამოცემა LIBERATION-თვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი წარმატებული უკრაინის ხილვაა.

როგორც სააკაშვილმა გამოცემას განუცხადა, თუ უკრაინა დღევანდელ სიტუაციაში იქნება, პუტინის რუსეთი მას გაანადგურებს.

„მზად ვარ საჯაროდ დამწვან, თუ ეს უკრაინას წაადგება. მე არ შემიძლია საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის წარდგენა. მაგრამ თუ მე დავეხმარები პოლიტიკურ სცენაზე გამაერთიანებელი და ახალი ფიგურის გამოჩენას, ეს დიდი წარმატება იქნება. ჩემი საბოლოო მიზანი წარმატებული უკრაინაა. თუ უკრაინა წარმატებას ვერ მიაღწევს ან სტაგნაციაში დარჩება, ვლადიმერ პუტინი გაანადგურებს უკრაინას. მთლიანად რეგიონი, მათ შორის საქართველო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური სივრციდან გაქრება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....