ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

გუშინ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია “მეტრონომს” ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურის უფროსმა თამარ ყიფიანმა განუცხადა. მისი თქმით,  პაციენტი კვლავ ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით არსებულად არ შეცვლილა. თუმცა  სასიცოცხლო მაჩვენებლები სტაბილურია და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილს თავს საკუთარ სახლში დღეს დილით დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები).

იტვირთბა....