ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: “წელს თბილისს 100 ახალი ავტობუსი ეყოლება”

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, წელს თბილისს 100 ახალი ავტობუსი ეყოლება. კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში თბილისის ავტოპარკი მთლიანად განახლდება და ამისთვის მერია 700 ახალ ავტობუსს შეიძენს.

„აუცილებელია, ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსების შემოყვანა, არსებულმა ყვითელმა ავტობუსებმა ყველანაირი რესურსი ამოწურა. ჩვენ ვამბობთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში სრულად ჩავანაცვლებთ არსებულ ავტოპარკს 700 ახალ ავტობუსს. ბიუჯეტში უკვე გამოვნახეთ შესაძებლობა, რომ წელსვე შემოვიყვანოთ სულ მცირე 100 ახალი ავტობუსი. ახალი ავტოპარკი ქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ სიტუაციას ნაწილობრივ შეამსუბუქებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

იტვირთბა....