ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუგეშაშვილის მეზობელი: დოდოს მკურნალობა ესაჭიროებოდა, ვალებიც ამიტომ ჰქონდათ ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ

დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმასთან დაკავშირებით გუგეშაშვილის მეზობელი ამბობს, რომ ოჯახს ვალები ჰქონდა, რადგან დედა-შვილი უმუშევარი იყო, მეზობლის თქმით, გუგეშაშვილს მკურნალობა ესაჭიროებოდა, რაც ვალების აღების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

“სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, ათი წუთით ადრე ვესაუბრე დოდოს ტელეფონზე, კვირას ვეტერანების ღონისძიებაა დაგეგმილი და ამის შესახებ ვსაუბრობდით. წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა. სულ ერთად ვიყავით და არასოდეს უთქვამს, ვინმე თუ უთვალთვალებდა ან ემუქრებოდა.

დედა-შვილი უმუშევარი იყო, თან დოდოს მკურნალობა ესაჭიროებოდა და ვალებიც ამიტომ ჰქონდათ. ისე უჭირდათ, ძლივს არსებობდნენ. ყველა მევალესთან პასუხისმგებლობა ჰქონდა, როცა ერთი დაურეკავდა და ფულის დაბრუნებას სთხოვდა, მეორესგან სესხულობდა და ასე გაჰქონდა თავი.”

მეზობლი არ გამორიცხავს, რომ გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა შესაძლოა ძველ საქმიანობას უკავშირდებოდეს, თუმცა მისთვის გაუგებარია რა შეიძლება გამხდარიყო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობის მიზეზი.

“შესაძლოა ძველ შურისძიებასაც უკავშირდებოდეს, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბავშვს რას ერჩოდნენ, რატომ გაწირეს ნოდო… დოდო სულ მარტო დადიოდა და დახვედროდნენ სადმე, თუ შურისძიება უნდოდათ.მე და ნოდო ვეტერანთა საბჭოში ერთად ვმუშაობდით, შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს ნოდო და უდიდეს გაჭირვებაში უწევდათ ცხოვრება.”

მეზობლის ინფორმაციით დოდო გუგეშაშვილი, ნაქირავებ ბინაში, მე-13 სართულზე ცხოვრობდა.

 

“ისინი იქ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. შელაპარაკების ხმა არავის გაუგია. დოდო მე-13 სართულზე ცხოვრობდა და მეზობელმა დაინახა, როგორ ჩავიდა ფორთხვით მე-11 სართულზე და იძახდა მკვლელი, მკვლელიო. განადგურებულები ვართ ყველანი. ნოდოს თავში აქვს რამდენიმე ტყვია მოხვედრილი, დოდოს გამჭოლი ჭრილობა აქვს გულთან”,-ამბობს მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ საკუთარ სახლში გამთენიისას დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი ჩაცხრილეს.

 

იტვირთბა....