რადიო “პალიტრის“ გადაცემა “რეზიუმეში” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პირი რომელმაც დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მათსავე საცხოვრებელ ბინაში ესროლა ოჯახისთვის ნაცნობი იყო.
“მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ მკვლელობა მოხდა სახლში. შესაბამისად, პირველადი ინფორმაციით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკვლელი ოჯახისთვის ნაცნობი იყო. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები ვინაობის დადგენის და ოპერატიული ღონისძიებების გატარების მიზნით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკუთარ სახლში გამთენიისას დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი ჩაცხრილეს.