შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გამოძიება 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო.
მათივე ინფორმაციით გამოძიებას საფუძველი შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადებით დაედო.
“საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებისა და ზემოაღნიშნული საკითხების დადგენის მიზნით, 2018 წლის 1-ელ თებერვლის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ თბილისში მდებარე შპს „ბადაგონის“ ოფისში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტაციის ამოღება და ელექტრონული ინფორმაციის გამოთხოვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ბადაგონის“ წარმომადგენლები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და აღნიშნულს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებენ. ამასთან დაკავშირებით კი ბრიფინგზე ისაუბრებენ.
„ბადაგონის“ ქარხნის ოფისიდან, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოდის ყვირილისა და დაძაბული საურბის ხმა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ, რომ სასამართლო განჩინების საფუძველზე არიან კომპანიაში შესულები.
კომპანია “ბადაგონის” ოფისი თბილისში, თავისუფალზე მდებარე ბიზნესცენრშია განთავსებული.