ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს წარმომადგენელი: “მკვლელი, სავარაუდოდ, გუგეშაშვილს იცნობდა”

შსს წარმომადგენლმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმელი, სავარაუდოდ, მის ოჯახს იცნობდა.

“პოლიცია ოპერატიულად გამოცხადდა მისამართზე. შემთხვევის ადგილზე ახალგაზრდა მამაკაცის გვამია ნანახი და დაჭრილი ქალბატონი. ქალბატონი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. გამოძიებას ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. პირველადი მონაცემებით, მკლელი სავარაუდოდ ოჯახის წევრებს იცნობდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. ოპერატიული მიზანშეწონილობით, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჭრილობები, სავარაუდოდ, ცეცხსასროლი იარაღითაა მიყენებული”, – განაცხადა შსს წარმოამდგენელი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხსნის წინ დოდო გუგეშაშვილი და მისი შვილი ჩაცხრილეს. გუგეშვილს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება, ხოლო მისი შვილი ადგილზე გარდაიცვალა.

იტვირთბა....