მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინის მხარისთვის მოთხოვნა გაგზავნილი აქვთ. შოთაძე ამბობს, რომ დანარჩენი უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტია.
რაც შეეხება უკრაინის სააპალაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც სააკაშვილს ბოლო დოკუმენტიც ჩამოართვეს, რაც მას ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის უფლებას აძლევდა, შოთაძემ განაცხადა, რომ „ეს არის უკრაინის კომპეტენციაში შემავალი საკითხები“.
„რაც შეგვეხება ჩვენ, ექსტრადირების საკითხს, შესაბამისი მოთხოვნა გაგზავნილია უკრაინაში, დანარჩენი არის უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტი და მათ კომპეტენციას მიეკუთვნება“, – განაცხადა შოთაძემ.