ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ერდოღანი: სირიაში აშშ-ს ძალები, ირანის, რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგაა მიმართული”

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურების შემდეგ აშშ-ს სამხედრო ძალების არსებობა სირიაში მიმართულია თურქეთის, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ გვეკითხებიან, თუ როდის დავამთავრებთ ოპერაციას სირიაში. და თქვენ (აშშ) უკვე დატოვეთ ავღანეთი, ერაყი? თქვენ ამბობთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ აღარ არსებობს, მაშინ რაღატომ რჩებით? ესე იგი, გაქვთ გათვლები თურქეთის, ირანისა და შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიდგებით, ვიდრე ტერორიზმი ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება“, – განაცხადა საკუთარი პარტიის წევრებთან შეხვედრისას ერდოღანმა.

იტვირთბა....