ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლელა გაფრინდაშვილი: “რუსთავი 2″ არის შავრაზმული ტელევიზია”

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილმა წევრი ლელა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “რუსთავი 2″-ი არის შავრაზმელთა ტელევიზია და ამის მიზეზებსაც განმარტავს.

” R2 არის შავრაზმული ტელევიზია და აი, რატომ:

1. დღევანდელი ჩემი ინტერვიუ დაჭრილია ისე, რომ აზრი დამახინჯდეს

2. ბორდის თავმჯდომარის ინტერვიუ არის ძველი, რამდენიმე დღის წინამდელი”, – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის დასკვნიდან გაირკვა, რომ ლელა გაფრინდაშვილი საბჭოში უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ 5 თვის განმავლობაში ხელფასს იღებდა.

ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ბორდის წევრებთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მის მიმართ კითხვები ამოწურულია, რადგან მან აუხსნა ტელევიზიის წარმომადგენლებს, რომ ეს ხელფასი თავის სამუშაოში აიღო.

იტვირთბა....