იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს. ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი გოგინაშვილმა ანი დოლიძის გასაუბრებიდან მოხსნა მოითხოვა. აღნიშნულ შუამდგომლობას საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს და დოლიძე გოგინაშვილის გასაუბრებიდან აცილებული იქნა და მას სხდომის დარბაზი დატოვებინეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვითარება დილიდან დაძაბუილია. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ხმაურიანი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები” სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობენ.
ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს წევრები დღეს უვადო მოსამართლედ განმწესების მსურველ კანდიდატებს გაესაუბრებიან. უვადო მოსამართლეობის თაობაზე განაცხადი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 51 კანდიდატს აქვს შეტანილი. მათგან 17 კანდიდატი გასაუბრებას დღეს გაივლის.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა, რათა სასამართლო ადეიშვილის დროინდელი ნარჩენებისგან უნდა გათავისუფლდეს. დოლიძე ამბობს, რომ გასაუბრების ამ ეტაპის მთლიანი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მოსამართლეებმა იგრძნონ, რომ ისინი არავის წინაშე დავალებულები არ არიან.
დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრებს პასუხობს: ჩემს წინააღმდეგ ცენზურის დაწესებას ცდილობენ