ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს ხელახლა დაკითხავს

მაჩალიკაშვილების ოჯახის  ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადეებით, პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებსა და მეზობლებს ხელახლა დაკითხავს. ადვოკატის თქმით,  ოჯახის წევრების პირველი დაკითხვა საავადმყოფოში მოხდა, როცა ისინი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე გადაწყდა ოჯახის წევრებისა და მეზობლების ხელახალი დაკითხვა.

“გვინდა ხელახლა დაიკითხონ ოჯახის წევრები, მეზობლები. ვინც ვერ ჩამოდის თბილისში, თელავის პროკურატურაში ვკითხავთ. ჩემი მონაწილეობით ხდება დაკითხვები. ოჯახი ჩამოვა თბილისში და დავაკითხინებ ხელახლა. საქმის მასალებში რა დაკითხვებიც დევს, ეს არის შემთხვევის დღეს წარმოებული დაკითხვები. ისინი იმ დღეს შოკურ მდგომარეობაში იყვნენ და ამიტომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ხელახალი დაკითხვის წარმოება”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატი ასევე სპეცრაზმელების ჩვენებების გაცნობაზე პროკურატურის გადაწყვეტილებასაც ელოდება.

“ასევე ველოდებით პასუხს პროკურატურისგან, რათა გაგვაცნონ ის მასალები, რომლებიც გასაიდუმლოებულია. საუბარია სპეცრაზმელების ჩვენებაზე”, – აღნიშნა კუბლაშვილმა.

წყარო: “ონტერპესნიუსი”

იტვირთბა....