ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროში ჭერის ჩამონგრევის დროს დაზარალებულები: “არავის მოვუკითხივართ”

თბილისის საკრებულოში დღეს მეტრო “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული ორი პირი იმყოფებოდა. გიორგი საკარულისა და რუსუდან მებონიას მათთვის არავის დაურეკავს და არავის მოუკითხავს ისინი.

„არავის დაურეკავს და არ მოვუკითხივარ, როგორ ვარ. ჩვენზე უარესად არიან, ადამიანები ლოგინში წვანან და ოპერაციას ელოდებიან. 21-ე საუკუნის საქართველოში რომ ეს ხდებოდეს, სამარცხვინოა”, – განაცხადა მებონიამ.

გიორგი საკარულის თქმით, კი მას ბევრი კითხვები აქვს, მაგრამ კომპეტენტური ხალხი მათ პასუხს არავინ სცემს.

„სურვილი მქონდა დღეს შევხვედროდი იმ კომპეტენტურ ადამიანებს, ვინც კონკრეტულ კითხვებზე პასუხს გაგვცემდა. სამწუხაროდ, დღეს უმრავლესობის არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფება, რაც ძალიან ცუდია. კითხვები ბევრი გვაქვს, ერთ-ერთი დაზარალებულის შესახებ, რომელიც ლოგინად არის მიჯაჭვული, დიმიტრი, რომელმაც სამსახური დაკარგა, რომელსაც მეორე ოპერაცია ესაჭიროება, რომელმაც წამლები ონლაინ სესხებით იყიდა,“ – განაცხადა დაზარალებულმა, გიორგი საკრაულმა.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....