ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარასა და გურიაში 80 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

აჭარისა და გურიის 80 ათასამდე აბონენტს დილიდან გაზმომარაგება შეუწყდა. ამის მიზეზად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში პროფილაქტიკურ სამუშაოები სახელდება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბუნებრივი აირის შეწყვეტის თაობაზე მოსახლეობა ორი დღით ადრე იყო ინფორმირებული.

გაზის მიწოდება 15 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება. გაზმომარაგების აღდგენის პროცესი ბათუმსა და ხელვაჩაურში 7 თებერვლამდე გაგრძელდება.

იტვირთბა....