ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სახალხო დამცველი ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ჩაბუქის  ექსტრადირება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულ პრინციპებს.  საგანგებო ბრიფინგზე ნინო ლომჯარიამ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადირების შემთხვევაში შესაძლოა დაემუქორს:

ომბუდსმენის განცხადებით, ჩაბუქის წინააღმდეგ წარმოდგენილი ბრალდება ბუნდოვანია და ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ ექსტრადირების შემთხვევაში მისი უფლებები დარღვეული იქნება.

“შესაძებელია ადგილი ჰქონდეს პირის დევნას პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან წარდგენილი ბრალდება არის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი. მაღალი არის რისკი და ალბათობა იმისა, რომ პირი არ დაექვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს განხილვას. თურქეთის რესპუბლიკაში კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლიელბების შედეგად ბრალდებულებს წაერთვათ ადვოკატებთან კონფიდენციალური უფლება, ასევე ვერ სარგებლობენ მთელი რიგი პროცედურული გარანტიებით”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენმა იმ დიპლომატიურ გარანტიებზეც ისაუბრა, რომელიც ქართულმა მხარემ თურქეთისგან მიიღო და განაცხადა, რომ ეს გარანტიები მყარი არ არის და საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს:

“მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო დიპლომატიური გარანტიები ასევე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, თუმცა, ასევე მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დიპლომატიური გარანტიებიც არ პასუხობენ იმ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რაც დადგენილია ექსტრადიციის შემთხვევაში”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

იტვირთბა....