კიევის სააპელაციო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის კანონიერებაზე მსჯელობს.
დაცვის მხარე მიხეილ სააკაშვილისთვის დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
დღეს სააკაშვილის ადვოკატების აპელაცია განიხილება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დამცველები მოსამართლეთა სამკაციანი კოლეგიის წევრთა დანიშვნის გამჭვირვალობას მოითხოვენ.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სიტყვით მიმართა.
„მე უკრაინაში შარშან სექტემბერში დავბრუნდი. მას შემდეგ ერთი საბუთი მაქვს, ცნობა, რომლის მეშვეობითაც გადავაადგილდები. ეს ერთადერთი საბუთია, რომელიც ადასტურებს, რომ მე ვარსებობ. მე არც ერთი სახელმწიფოს პასპორტი არ მაქვს. მე მაქვს მხოლოდ ქაღალდი, ეს ცნობა, რომელიც ადასტურებს, თუ ვინ ვარ მე. თუმცა, მაგალითად, ნოტარიუსები არ იღებენ ამ საბუთს. ახლა კი პოროშენკოს სასამართლოს სურს, ჩამომართვას ეს საბუთი“, – განაცხადა მიხილ სააკაშვილმა.