აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს გაიმართება.
ალიევმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.