ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

“მანქანა გაჩერდა, ნიღბიანმა ესროლა და გაიქცა”: თბილისში ახალგაზრდა მოკლეს

თბილისში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს. როგორც მისი მეზობლები ამბობენ, მოკლული რუსეთში ცხოვრობდა და უბანში მეგობართან მიდიოდა. მათივე ინფორმაციით, ის ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა.

„მანქანა გაჩერდა, ნიღბიანმა ესროლა და გაიქცა. შემთხვევა ეზოში მოხდა. არავინ იცის რატომ და რისთვის“, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს ლომთათიძის ქუჩის მცხოვრებმა ივანე ბაქრაძემ.

შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....