თბილისის საქალაქო სასამართლო 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის 31 იანვარს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. წითელ ბაღში, ფიზიკური დაპირისპირებისას, ბრალდებულმა მკვლელობის განზრახვით, ნ.ც.-სა და ი.ც.-ს გულ-მკერდის მარცხენა ნახევრის არეში, დანის დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები. ბრალდებულის არასრულწლოვანების გამო, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დახურულ სასამართლო სხდომაზე იმსჯელა. მიმალვის, მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეთა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული პატიმრობის გამოყენებისათვის საკმარის საფუძველთა ერთობლიობა”, – ნათქვამია განცხადებაში.